Sunday, July 18, 2010

პროექტის სახელი: “მე და ომი.“

მიზანი: ქვეყნისადმი სიყვარულის აღზრდა, თითოეული ადამიანის მოვალეობის შეცნობა, ბრძოლის (ომის) მიმართ ჩვენი ხალხის ისტორიული დამოკიდებულობის, გააზრება, ამ საკითხთა დღევანდელობასთან დაკავშირება, თავსდატეხილი განსაცდელის ამსახველი ფაქტების მოძიება...
პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩვენი რაიონის მასშტაბით საჯარო სკოლების როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს. /მე-6– მე-12 კლასის მოსწავლეები/.
პროექტში მონაწილეებს ეძლევათ სრული თავისუფლება. მათ შეუძლიათ საკითხისადმი დამოლიდებულება გამოხატონ ნებისმიერი ფორმით (ნახატი, თხზულება; არა უმეტეს 20 თაბახისა, მოთხრობა, ესსე, ნოველა, ნარკვევი, ლექსი, ფოტო მასალა,
შეუძლიათ, გამოიყენონ ისტორიული მასალა (საბრძოლო ხელოვნებისა და ერებს შორის დამოკიდებულების გადმოსაცემად, გამოიყენონ შთაბეჭდილება, სხვათა ნაამბობი...
შეფასების კრიტერიუმი:
ყუეადღება მიექცევა მოზარდთა თავისუფალ აზროვნებას, იმას, თუ რამდენად სწორადაა გააზრებული იატორიული მასალა და როგორ უკავშირდება დღევანდელობას, ნამუშევართა დახვეწილ, ორიგინალურ ფორმსა.
საკონკურსო მასალის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 22 დეკემბრამდე.
კონკურსის ჩატარების დრო: 2011წლის 22 იანვარი.
შეფასება მოხდება კომპეტენტური პირების მიერ.
შედეგები განთავსდება საიტზე.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან: პირველ, მეორე და მესამე გამარჯვებულები ადგილზე შესაბამისი პრიზებით.